აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 0.3 პროცენტით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

17 სექტემბერი 2024, 10:03 93 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 784.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.3%-ით, ანუ 0.9 მლნ აშშ დოლარით მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 50.77 მილიონი აშშ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 49.29 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 42.55 მილიონი აშშ დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 25.37 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 22.35 მილიონი აშშ დოლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი