ხელვაჩაურში რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

16 სექტემბერი 2024, 14:01 995 ნახვა

ხელვაჩაურში რეაბილიტირებული  N2  საბავშვო ბაღი გაიხსნა, 353 349 ლარიანი პროექტით.  შენობას რემონტი ჩაუტარდა,   ავეჯი და ინვენტარი შეიცვალა,  ასევე  მოწესრიგდა ეზო.  150 ბავშვზე გათვლილ ბაღში ამ ეტაპზე 120 აღსაზრდელი ირიცხება. სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში   17   საბავშვო ბაღია, სადაც 1800 ბავშვია დარეგისტრირებული.

მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 3 ბაღის მშენებლობა, ოთხის კი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ფერიის, მახინჯაურის, ორთაბათუმისა და ქედქედის  ბაღებიდან  ბავშვები  სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე მეზობელი სოფლების  ბაღებში  გადანაწილდებიან, რეაბილიტაციის პროცესი მერიის ინფორმაციით მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ასევე  მუნიციპალიტეტის ბაღებში სათამაშოების  დეფიციტზე საუბრობენ  მშობლები, რაზეც ბაღების გაერთიანების  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  სათამაშოების შესაძენად ტენდერი უკვე  გამოცხადებულია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი