მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი - პრემიერი

16 სექტემბერი 2024, 11:21 222 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი.

„მოსწავლეებსა და სტუდენტებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მივულოცავ პირველ კლასელებს და პირველ კურსელებს ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და ყველას მინდა ვუსურვო წარმატებები. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველა ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებებს სწავლაში.

 

ასევე პედაგოგებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ამ თემას უკავშირდება და მინდა, მოგახსენოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

„შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე, შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები, 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი