უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 173 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

16 სექტემბერი 2024, 10:34 251 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 173 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების საავიაციო და სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ პერსონალის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 15 კონცენტრაციის არეალს დაარტყა.

ასევე აღნიშნავენ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 56 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 53 მათგანი გაანადგურეს, სამი დრონი კი ლოკაციურად დაიკარგა.

ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად კი მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, დაშავდა 33 მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი