უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს სიძლიერით და სიბრძნით, - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ტრამპმა, კიდევ ერთხელ, გაიმეორა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ომს სწრაფად დაასრულებს.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, კვლავ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ომი არ დაიწყებოდა.
„53 დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს. ეს არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის, ამ ომთან მიმართებაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.