ელისო ბოლქვაძის მასტერკლასი

15 სექტემბერი 2024, 14:45 275 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება. დასკვნითი კონცერტი საღამოს გაიმართება და მასში ანსამბლი “ქართული ხმები“ მიიღებს მონაწილეობას. დღესვე დააჯილდოვებენ ფესტივალის საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულებს. წელს პირველად, ფონდმა “ლირამ“ პრემიები დააწესა ახალგაზრდა პიანისტებისთვის. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასებიც. დღეს სამუსიკო სკოლაში მასტერკლასი პიანისტებისთვის პიანისტმა და ფესტივალის დამფუძნებელმა, ელისო ბოლქვაძემ ჩაატარა, გუშინ კი ახალგაზრდა მევიოლინეებს მოუსმინა და რჩევები მისცა ვენის ხელოვნების აკადემიის პროფესორმა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში