აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით პუტინი უკრაინის ომში ვერ გაიმარჯვებს. ჯო ბაიდენსა და კირ სტარმერს შორის გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრეს. ბაიდენი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ომის მუქარას და აღნიშნა რომ პუტინზე ბევრს არ ფიქრობს.
ბრიტანეთის პრემიერმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის ომში, ცეცხლის სწრაფად შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას გაუსვეს ხაზი. გარდა ამისა, შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო საქმე გლობალურ საკითხებში და მნიშვნელოვანია დიალოგი არა მხოლოდ ტაქტიკაზე, არამედ უფრო ფართო სტრატეგიაზე.