პუტინი დასავლეთის კონფლიქტში ჩართვის გამო ზომების მიღებას აპირებს

12 სექტემბერი 2024, 22:00 279 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით.ჟურნაქლისტებთან საუბარში პუტინმა აღნიშნა, რომ: „დასავლეთის პირდაპირი მონაწილეობა  კონფლიქტის არსს და მის ბუნებას არსებითად ცვლის. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატო-ს ქვეყნები, აშშ და ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ეს ასეა, მაშინ ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს”.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით უკრაინა დასავლეთის გარეშე ვერ მოახერხებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმას: „უკრაინას დასავლური წარმოების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გარეშე არ შეუძლია დარტყმების განხორციელება. ეს შესაძლებელია მხოლოდ თანამგზავრებიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით, რომლებიც უკრაინას არ გააჩნია. ამ ინფორმაციის მიღება მხოლოდ ევროკავშირის ან აშშ-ის თანამგზავრებიდან, ნატო-ს თანამგზავრებიდან შეიძლება“,- განაცხადა პუტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი