კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

12 სექტემბერი 2024, 20:00 238 ნახვა

AD  BLACK  SEA – 2024   ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ყოველწლიურ, რიგით მერვე ფესტივალს წელს   სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში  მომუშავე  1300-ზე  მეტი   მონაწილე ყავს.

ისინი სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მომხსენებლების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებს დაესწრებიან. სასემინარო  პროგრამასთან ერთად ფესტივალი კონკურსსაც ითვალისწინებს.

კონკურსანტები ერთმანეთს ბრენდინგის, დიზაინის, ციფრული კომუნიკაციის, კრეატიული სტრატეგიის,  ვიდეო  რეკლამის და სხვა არაერთ ნომინაციაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულები ფესტივალის დასკვნით საღამოზე   გამოვლინდებიან.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში