საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის პირველი ოფისი გაიხსნა ბათუმში. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ.
ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებაა - დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრების, დასაქმების, განათლების ხელშეწყობა და ოჯახების მხარდაჭერა.
ასევე რეგიონში ასოციაცია ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ახალ პროექტს იწყებს.
პროექტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.