ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

10 სექტემბერი 2024, 10:24 212 ნახვა

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც

უწყებაში განმარტავენ, რომ დასრულებულია სოფელი წკერეს სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მთავარი გვირაბის და მისი პარალელური 9 კმ სიგრძისა და 6 მ დიამეტრის საევაკუაციო გვირაბის გაჭრა

„მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს გავჭერით 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის ძირითადი გვირაბი და დღეს უკვე გაჭრილია საევაკუაციო, ასევე 9 კმ-იანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბიც. მიმდინარებს საინჟინრო ქსელების, ელექტრო მომარაგების, შეტყობინების, უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სისტემების მოწყობის ინტენსიური სამუშაოები. ასევე, კარგი პროგრესია მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით, სადაც შენდება ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდი, რომლის მსგავსიც სქართველოში პირველად შენდება. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხიდი, რომლიც ბურჯების სიმაღლე 48 და 47 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი 42 მეტრის სიმაღლის ბურჯები ხაშურის შემოვლით გზაზე გვქონდა,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განაცხადა

ამჟამად მიმდინარეობს გვირაბებში საინჟინრო კომუნიკაციების, შეტყობინების, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემების მოწყობის სამუშაოები. ასევე, დასრულებულია 1500 მ-ის და 500 მ-ის სიგრძის ორი გვირაბის გაჭრისა და მოსახვის სამუშაოები. ინტენსიურად მიმდინარეობს დანარჩენი 2 გვირაბის გაჭრისა და ხუთივე ხიდის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ყველაზე გრძელ - 435 მ-იან ხიდზე მალის ნაშენის მოწყობა, დანარჩენებზე - ბურჯებისა და ხიმინჯების მშენებლობა გრძელდება

საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ-ი დასჭირდება

პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია"- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი