შეფერხებები  სამშენებლო ნებართვების გაცემაში

08 აპრილი 2017, 00:00 2661 ნახვა

შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან დღემდე ბათუმში რეგულაციას დაქვემდებარებულ პროექტებზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა. ეს განცხადება მერიის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თოქ-შოუ ფაქტორში გააკეთა. ირაკლი ახალაძის განმარტებით, იმის გამო, რომ დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, მის გაცნობასა და იმპლემენტაციას გარკვეული დრო სჭირდება. ახალაძის ინფორმაციით, ამჟამად რამდენიმე პროექტი განხილვის პროცესშია, თუმცა მოთხოვნების სრულყოფილად გაუთვალისწინებლობის გამო ხარვეზები დგინდება. მერიაში იმედოვნებენ, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში გამოსწორდება. სამშენებლო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ამავე კატეგორიაში