მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი" თელავში – ფესტივალის ფარგლებში, ვორქშოფები, მასტერკლასები, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების საჯარო ჩვენებები და სტუდენტური კინო პროექტების განხილვა მიმდინარეობს.
თურქმა რეჟისორმა სტუდენტებისთვის და დამწყები კინოდოკუმენტალისთვებისთვის საჯარო შეხვედრა გამართა, სადაც ფილმის შექმნის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„ოქროს მტევანზე" მონაწილეობის მისაღებად, 124 ქვეყნის წარმომადგენელმა 3 425 ფილმი წარადგინა, საიდანაც საბოლოოდ 71 ფილმი შეირჩა. მათგან საუკეთესოს ხვალ საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიაში დაჯილდოვდებიან.