კურსკში უკრაინის ინტერვენციამ რუსეთის შეტევა ვერ შეაკავა - პუტინი

05 სექტემბერი 2024, 14:04 302 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ძალების ინტერვენციამ დონბასში რუსეთის შეტევა ვერ შეაკავა. მისი თქმით, მოწინააღმდეგის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის იძულება, აფორიაქება, ჯარების ერთი მონაკვეთიდან მეორეზე გადასროლა საკვანძო მიმართულებით არმიის შეჩერების მიზნით, უპირველესად კი – დონბასში.

პუტინის მტკიცებით, მოწინააღმდეგეს ეს არ გამოუვიდა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ამოცანას რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევა და პანიკის დათესვა წარმოადგენდა, თუმცა, მისივე მტკიცებით, მოხდა პირიქით, უკრაინელების მოქმედებებმა რუსეთის საზოგადოების კონსოლიდაცია გამოიწვია.

ამასთან ვლადიმერ პუტინმა კურსკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის განდევნას ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის „წმინდა ვალი“ უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში