წინასწარი გამოკითხვებით ჰარისი ტრამპს რამდენიმე შტატში მცირედით ასწრებს

05 სექტემბერი 2024, 09:50 266 ნახვა

კამალა ჰარისი  ტრამპს რამდენიმე შტატში მცირედით უსწრებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყანას რეგრესი ემუქრება. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რესპუბლიკელების კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჰარისთან დაგეგმილ დებატებზე, რომელიც „ეიბისი ნიუსის“ ეთერში გაიმართება.

გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში მცირედით ასწრებს.

ამომრჩეველთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ტრამპის შეხედულებები და პოლიტიკა უფრო ექსტრემისტული ჩანს, რასაც ჰარისზე უფრო ნაკლები ფიქრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში