აჭარა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 19-22 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალს მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრებიან.
ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის შემდეგ ტერიტორიებზე; ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.