ჩინეთში შანდუნის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაღუპულია 11 ადამიანი. მათ შორის 5 ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატრანსპორტო საშუალება ხალხმრავალ საფეხმავლო გზაჯვარედინზე შევარდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.