ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტმა უხნაგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც ოქტომბერში ყაზანში გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია. მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებდნენ.