რუსეთის კამჩატკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფოირმაციით, ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ყველა ცხედარი იპოვეს.
რეგიონში 3 სექტემბერს გლოვის დღეა გამოცხადებული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი 31 აგვისტოს რადარებიდან გაუჩინარდა.
ავიაკატასტროფის ადგილი სახმელეთო ტექნიკით მიუწვდომელი იყო, რის გამოც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობდა.