ისრაელში, 2 სექტემბერს მძევლების გასათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა

01 სექტემბერი 2024, 20:12 298 ნახვა

ისრაელში, 2 სექტემბერს მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა. 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ღაზის სექტორში დაკავებული მძევლების გათავისუფლების შეთნხმებას.

„ჩვენ აღარ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა. მიუღებელია, რომ ისრაელელებს კლავენ ღაზის გვირაბებში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ“, – განაცხადა ისრაელის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დავიდმა.

იმ დაწესებულებებისა და ობიექტების სრული სია, რომლებიც 2 სექტემბერს შეწყვეტენ მუშაობას, ჯერჯერობით, უცნობია.

გაფიცვას, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებები შეუერთდებიან, ასევე, აფთიაქები, თავდაცვითი საწარმოები, საკვების მწარმოებელი ქარხნები. ხვალ, ადილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან დაიხურება ბენ-გურიონის აეროპორტიც.

ისრაელის პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მოთხოვნით - ადგილობრივი ხელისუფლება დათანხმდეს ღაზის სექტორში ცევხლის შეყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

აქციის პარალელურად, გაიმართა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა.

დღეს, ღაზის სექტორში კიდევ ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი