აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 125-ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძვის.
საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, ამავე პერიოდში ბაქოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს 29-ე კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რის გამოც მმართველი პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით მიმართეს.
აზერბაიჯანმა მეჯლისი ივლისის ბოლოს დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები პირველ სექტემბერს დანიშნა.
სულ ქვეყანაში დაახლოებით 6.5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 51 ათასზე მეტი, კენჭისყრაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.