პრეზიდენტის სახელით პარლამენტის დეპუტატებს სხდომათა დარბაზში ბარათები დაურიგეს, სახელწოდებით "მოითხოვე ქართული'', რომელიც უნიქარდის ბარათის მსგავსია. ქართული პროდუქციის შეძენის შემთხვევვაში ბარათზე ქულების დაგროვება იქნება შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან აქტიური მომხმარებლები, რომლებმაც მეტი ''ქართულები" დააგროვეს.