სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას მყარად ადგას - ალექსანდრ ვუჩიჩი

01 სექტემბერი 2024, 11:46 272 ნახვა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ არის მოსკოვის „ტროას ცხენი“ ევროპაში. აქვე არ უარყო რომ სერბეთს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

თავის მხრივ, ბრიუსელი სერბეთს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, მის  ევროკავშირში  გაწევრიანებას  არ ეთანხმება. ალექსანდრ ვუჩიჩი ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდ პრობლემად არა რუსეთთან ურთიერთობას, არამედ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას ასახელებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში