7 ადამიანი დაიღუპა მისისიპის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. გავრცელებული ინფორმაციით არასრულწლოვნები და-ძმა იყვნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 37 ადამიანი და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე დაიწყება გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით კი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.