ისრაელში, თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათასობით დემონსტრანტმა პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს „შეთანხმების დასრულებისა“ და ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად საკმარის ძალისხმევას არ იღებს.