აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე, ერთი დღით ადრე, დუმილის დღე გამოცხადდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, ამ დღეს იკრძალება ყველანაირი წინასაარჩევნო აგიტაცია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ბლოკის, თუ დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 1 სექტემბერს გაიმართება. 125 ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძოლებს.