მონღოლეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი 3 სექტემბერს დაიგეგმა

30 აგვისტო 2024, 20:00 186 ნახვა

მონღოლეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი 3 სექტემბერს დაიგეგმა. პუტინი მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც საბჭოთა და მონღოლეთის ძალების იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე გამარჯვებას ეძღვნება.

კრემლის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით კოლეგები ასევე ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორორბის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ. პუტინის დაგეგმილ ვიზიტს მონღოლეთში უკრაინული მხარის შეფასება მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მონღოლეთს, შეასრულოს ჰააგის სასამართლოს ორდერი და ვლადიმერ პუტინი დააკავოს.

გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში უკანონო იძულებით გადაადგილებაში ეჭვის გამო, პუტინის დაკავებაზე ორდერი საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერაა გაცემული და მისი იურისდიქციაც მონღოლეთის მიერაა აღიარებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში