ბათუმში, წერეთლის N19-ში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის კომერციულ ფართში გაჩნდა, სადაც ფეხსაცმლის მაღაზია-საწყობია განთავსებული. მეხანძრე მაშველებმა ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას კორპუსი დროებით დაატოვებინეს.
ადვილად აალებადი მასალის გამო ცეცხლი ფართს მალევე მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.