მძევლების გათავისუფლება 

28 აგვისტო 2024, 10:00 288 ნახვა

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი არაბი ბედუინის გათავისუფლება შეძლეს. 

ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ 52 წლის კაიდ ფარაჰ ელკადი ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სადაზვერვო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ღაზის სექტორში სხვა ისრაელელი მძევლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ოპერაციის სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.

შეგახსენებთ 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 250 ადამიანი  მძევლად აიყვანა, მათგან 108 კვლავ ტყვეობაში რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში