„ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავება-პარიზის პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

27 აგვისტო 2024, 12:09 296 ნახვა

პარიზის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. პროკურორის ინფრომაციით, გამოძიება უკანონო გადარიცხვებს, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, თაღლითობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ეხება.

კიბერდანაშაულისა და თაღლითობაზე მომუშავე გამომძიებლები სწავლობენ 12 სავარაუდო დანაშაულს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება და რომელთა შორისაა პორნოგრაფიული ხასიათის ბავშვთა გამოსახულებების შენახვა-გავრცელება, ნარკოდანაშაული და თაღლითობა. პარიზის პროკურატურამ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა 96 საათამდე გაახანგრძლივა.

„ტელეგრამმა“ დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალური პლატფორმის დამფუძნებელს დასამალი არაფერი აქვს. „ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავებას გამოეხმაურა ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დუროვი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა. 39 წლის მილიარდერი პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში