რუსეთი დღეს დილიდან უკრაინაზე მასირებულ შეტევას ახორციელებს. მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება აფეთქებების შესახებ იუწყება კიევში, დნეპრში, ხარკოვში, ოდესაში, კრივოი როგში და კროპივნიცკიში. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. პარალელურად რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის ფაქტი დაადასტურა სარატოვის ოლქის გუბერნატორმა. მისი თქმით, ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ კომპლექსს.