დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა ისროლა

25 აგვისტო 2024, 10:29 309 ნახვა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა ისროლა. დაჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო ბაზები იყო.

„ჰეზბოლას“ ცნობით, ეს იერიში თავდასხმის პირველი ფაზაა და წარმოადგენს პასუხს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე.

თავის მხრივ, ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე იყო ის ადგილები, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.

ისრაელში მომდევნო 48 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი