უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო 2024, 11:51 284 ნახვა

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და 33 წლის შემდეგ ისევ ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დეკლარაცია 1  წლით ადრე, 1990 წლის 16 ივლისს გაფორმდა, თუმცა დოკუმენტი 91 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა. ვიდეომიმართვა გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა ვალს ყოველთვის აბრუნებს და მას ვისაც ამ ქვეყნის მიწაზე უბედურება სურდა, ამას საკუთარ სახლში იპოვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი