სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის შედეგად. დაღუპულთა შორის 2 ბავშვი და 1 ქალია. ხან იუნისის აღმოსავლეთით და ალ ნუსეირათის ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 15 ადამიანს შეადგენს.
ისრაელმა იერიში მიიტანა ჯაბალიაზეც, სადაც რამდენიმე პალესტინელი დაიღუპა, მოქალაქეებს კი ადგილის დატოვება მოუწიათ. გავრცელებულ განცხადებაში, ისრაელის წარმომადგენლების თქმით, მათ სამიზნეს ჰამასის კონტროლის ცენტრი წარმოადგენდა, დარტყმის განხორციელებამდე კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკი მაქსიმალურად შეამცირეს.