ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აბიტურიენტებს წინასწარ შერჩეულ საგანმანთლებლო პროგრამების ჩამონათვალში საბოლოო კორექტირების შეტანა შეუძლიათ.
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს 18 საათზე იწურება. უკვე ცნობილია გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
ასევე, გუშინ დასრულდა და უკვე გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე გასაჯაროვდება.