კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო

23 აგვისტო 2024, 11:51 245 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო. კამალა ჰარისმა, პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჰარისმა საკუთარ ბიოგრაფიაზე, საარჩევნო კამპანიის ძირითად საკითხებსა და მეტოქეზე ისაუბრა. მან დონალდ ტრამპს არასერიოზული კაცი უწოდა და დაამატა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება. 

ჩიკაგოში გამართულ ყრილობაზე, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც მთავარსარდალი უზრუნველყოფს, რომ ამერიკას ყოველთვის ყველაზე ზლიერი და ყველაზე ლეტალური საბრძოლო ძალები ჰყავდეს მსოფლიოში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი