ავიაკატასტროფას ტაილანდში 9 ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის ლაინერი ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიფრინავდა რა დროსაც, დედაქალაქის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა.
ბორტზე 5 ჩინელი, 2 ტაილანდელი მგზავრი და 2 მფრინავი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ლაინერს ტურისტები კურორტზე გადაჰყავდა, ეკიპაჟთან კონტაქტი აფრენიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.