სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცემა ხულოში

20 აგვისტო 2024, 19:57 367 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის პროგრამის ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის’’ ღონისძიების ,,სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში მიმდინარეობს პროგრამის ბენეფიციარების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავის, რძის საწველი აპარატის, მეფუტკრეობის საწარმოო საშუალებების თანადაფინანსება. პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში