ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა

20 აგვისტო 2024, 15:09 375 ნახვა
 
 
 

ხატია დეკანოიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა - ამის შესახებ  პარტის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

"დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა.

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი