აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელიდან ეგვიპტეში ჩავიდა. იგი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების სახლში დაბრუნების მიღწევას ცდილობს. თელ ავივში ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელი თანახმაა აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ახლა „ჰამასის“ ჯერია.
აშშ მხარს უჭერს ამ შეთანხმების ახლავე შესრულებას-განაცხადა ბლინკენმა.მისივე თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც წარმოადგენს და ღაზის სექტორის მოსახლეობის ყოველდღიურ საშინელ ტანჯვას შეამსუბუქებს“.