ახლა ჩვენი დროა-ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მონაწილეებს. ყოფილმა პირველმა ლედიმ თეთრ სახლში ქალის დომინაციის მცდელობის ისტორია გაიხსენა. იგი პირველი ქალი იყო, რომელმაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მიიღო, თუმცა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპთან ბრძოლაში დამარცხდა.
კლინტონმა ყოფილი მეტოქის შესახებ რამდენიმე კრიტიკული და ირონიული განცხადება გააკეთა. ”დონალდ ტრამპს ჩაეძინა საკუთარ სასამართლო პროცესზე და როცა გაიღვიძა, საკუთარი ისტორია შექმნა. ის არის პირველი ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის 34 საბრალდებო განაჩენით საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს ” - აღნიშნა კლინტონმა.