თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

19 აგვისტო 2024, 11:58 279 ნახვა
 

თურქეთის  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეხანძრეები და მოხალისეები ტყის ხანძარს ებრძვიან. ტყეებსა და სოფლებში ხანძრის 247 კერიდან 241 ლოკალიზებულია.

სატყეო მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ხანძრის ორი მასშტაბური კერა იზმირსა და ბოლუში ლოკალიზებულია.

თურქეთის ხელისუფლება ადგილობრივ ადმინისტრაციებს აფრთხილებს, მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი შენარჩუნდება მომდევნო ორი დღის განმავლობაში, რაც ტყის ხანძრების გაჩენის მაღალ რისკს წარმოადგენს.

თურქეთის რამდენიმე სანაპირო რეგიონი, მათ შორის მუგლა, ბოლო წლებში ტყის ხანძრებმა გაანადგურა, რადგან ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი გახდა, რასაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში