კურსკის ოლქში უკრაინის ძალების პლაცდარმი ძლიერდება, – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გენერალმა სირკიმ ანგარიში წარმიდგინა კურსკის ოლქში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებ. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში თავიანთ პოზიციებს აძლიერებენ.
„ჩვენი ძალების პლაცდარმი უფრო ძლიერი ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა სამხედროს, სერჟანტს და მეთაურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. უკრაინელი სამხედროები რეგიონში ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, ქალაქ სუჯას აკონტროლებენ.