ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს განახლდება, - ინფორმაციას Reuters-ი კატარელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოჰაში გამართულ დისკუსიებთან დაკავშირებით ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც.