თურქეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

13 აგვისტო 2024, 14:00 386 ნახვა

თურქეთის პოლიციამ 18 წლის  ახალგაზრდა  მას შემდეგ დააკავა რაც მან ქვეყნის  ჩრდილო-დასავლეთში მდებარე  ქალაქ ესქიშეჰირში დანით ხუთი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.

თავდამსხმელი, რომლსაც თავზე ჩაფხუტი ეხურა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, მეჩეთის ბაღში მყოფ ადამიანებს დანით დაესხა თავს. დაშავებული ხუთი ადამიანიდან,  ორი მძიმე მდგომარეობაშია. თურქული მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ თავდამსხმელის მიერ არის გადაღებული.

სააგენტო ანადოლუს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავდასხმა ვიდეო თამაშების გავლენის ქვეშ განახორციელა.

იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა იქსის პლატფორმაზე განაცხადა, რომ პროკურატურამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში