საბერძნეთში წელს ყველაზე მასშტაბური ხანძარი ათენის გარეუბანში გავრცელდა და ასობით ადამიანი აიძულა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. გადამწვარია ხეები, სახლები და ავტომობილები. გადატვირთული ავტომაგისტრალები კვამლითა და ფერფლით არის დაფარული.
საბერძნეთის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ტყის ხანძარი უკვე მეორე დღეა უკონტროლოდ ვრცელდება. მას ხელს უწყობს ძლიერი ქარი. მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ხანძარი, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალბინიან კორპუსებს, სკოლებსა და საწარმოებს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დედაქალაქში ყველაზე ღრმა წერტილს მიაღწია.
ხანძარს მოხალისეების მხარდაჭერით 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავი ებრძვის. 30-ზე მეტი რაიონიდან მოსახლეობისა და სულ მცირე სამი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა.
ათენის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით რაფინას პორტისკენ მიმავალი სამგზავრო ბორნები სხვა პორტისკენ გადაამისამართეს.