რუსეთი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ - ზელენსკი

13 აგვისტო 2024, 09:58 295 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უნდა აიძულონ დათანხმდეს  მშვიდობაზე, რადგან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს ომი.    ზელენსკის თქმით,  ომი რუსეთში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ის სხვა ქვეყნებში წამოიწყო.

უკრაინის ლიდერმა, თავის საღამოს ვიდეომიმართვაში  რუსეთის კურსკის დასავლეთ რეგიონში უკრაინული ძალების შეჭრა უკრაინის უსაფრთხოებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ კიევმა დაიპყრო ის ადგილები, საიდანაც რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმები დაიწყო.

მისი თქმით, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმის რეგიონი, რომელიც კურსკის ოლქის საზღვართან მდებარეობს, 1-ელი ივნისის შემდეგ თითქმის 2100-ჯერ დაიბომბა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში