ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით, ფორუმი - ''ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა 2024'' გაიმართა.
ფორუმმა 200-მდე ახალგაზრდა გააერთიანა ექვსიმე მუნიციპალიტეტიდან. ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებმა იხილეს შემაჯამებელი ვიდეოკლიპი, რომელიც ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის მიერ 2019 წლიდან დღემდე განხორციელებულ საქმიანობის საერთო ანგარიშს წარმოადგენდა, ისაუბრეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ახალგზრდების საჭიროებებზე.