საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და პოზიტიური მიმართულებით წავიდეს.
ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ ურთიერთობები გადატვირთვას საჭიროებს, რამაც საბოლოოდ, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს თანამშრომლობა.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არის დინამიკა, რომელიც პრობლემატურია. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიპასუხათ, საუბარი იყო. ასევე, გაზიარება იმ პოზიციის იყო, რომელიც ჩვენ გვქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს და პოზიტიური მიმართულებით წავიდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, რამაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს თანამშრომლობა”, - განაცხადა ჩიქოვანმა.