კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.
მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ღამით განხორციელდა.
აფეთქებების შესახებ ცნობები ვრცელდება სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებიდანაც.